ფინეთში მუშების სამკვირიანი გაფიცვა დაიწყო
ფინეთში ქაღალდის ქარხნების 9 ათასამდე თანამშრომელმა, სამკვირიანი გაფიცვა დაიწყო, მას შემდეგ რაც ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ჩავარდა, – ამის შესახებ ქვეყნის პროფკავშირების განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, გაფიცვა სატყეო მრეწველობის ქარხნების 6 ათასმა მუშამაც დაიწყო.
დამსაქმებლებმა განაცხადეს, რომ მუშების ქმედებაზე რეაგირებას 10 თებერვლიდან მოახდენენ, თუ ამ დრომდე მოლაპარაკება არ შედგა.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 28 იანვარს გაიმართება.
პროფკავშირები შრომის ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, თუმცა დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მუშა ხელი შვედეთთან და გერმანიასთან შედარებით ძალიან ძვირია.
შრომის ანაზღაურებასთან და სამუშაო საათების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, ფინეთში უკანასკნელი თვეების განმავლობაში შრომითი კონფლიქტები წარმოიქმნა, რომლის შედეგად თანამდებობა, 2019 წლის დეკემბერში, პრემიერ-მინისტრმა დატოვა.