დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს

0

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს,- ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა.

“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ამის სანაცვლოდ სანქციები უნდა გაუქმდეს. არა, გმადლობთ!” – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გამოცემა “Der Spiegel”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები სანქციებს გააუქმებს. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი