ქვიშხეთში მანქანა მდინარეში გადავარდა – 4 დაღუპულიდან 3 მცირეწლოვანია

0

ხაშური – ახალციხე – ვალეს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილი გახდა “ჰიუნდაი ელანდტრას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. მანქანაში ცოლ-ქმარი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.
შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალი და სამი მცირეწლოვანი  ხაშურის ცენტრალურ და “გორმედის” საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვნები კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ხაშურის ,,გორმედის ” კლინიკაში რეგიონულ კვირას განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანილ სამ მოზარდს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ.
,,შემოყვანილი იყვნენ 5 წლიდან 12 წლამდე ორი ბიჭი და ერთი გოგონა, თუმცა შემოყვანისას მათ სიცოცხლისთვის შესაბამისი ნიშნები არ აღენიშნებოდათ”, – განაცხადა ხაშურის “გორმედის” კლინიკის წარმომადგენელმა ხათუნა შრუბმა.

ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა “რეიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტის შეყვანამდე ისინი ინფორმირებულები იყვნენ, რომ ქალს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
“პაციენტის შემოყვანამდე გვქონდა ინფორმაცია, რომ ქალბატონს არ აღენიშნებოდა სასიცოცხო ნიშნები. შემოყვანილი იქნა მძიმე ასფიქსიით, დროულად ჩაუტადა ყველა საჭირო სამედუცინო დახმარება, რის შედეგადაც მოვახერდეთ პაციენტის გადარჩენა. ამ დროისთვის ქალბატონის მდგომარეობაო მძიმეა და ველოდებით რეფერალურ დახმარებას, რათა მოხდეს პაციენტის დედაქალაქში გადაყვანა”,-  ამბობს კახა ხელაძე.

შსს-ში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

სტატიაში შეტანილია შესწორება გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთივე ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი “რეგიონულმა კვირამ” დააზუსტა, რომ ქალს  ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა და სასიცოცხო ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.  

კომენტარები

კომენტარი