ქუთაისში ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

ახალგაზრდების თქმით, ქუთაისში მდინარე რიონის ფერდები და ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილია, დაბინძურებულია, რაც მათ დისკომფორტს უქმნით.

“მოხალისეები ყოველთვიურად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, რომელთა მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე ძირს დაყრილ და არასეგრეგირებულ ნაგავთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გარემოზე და ამავდროულად მივიღოთ სიამოვნება სასარგებლო საქმის კეთებით.” – აცხადებენ ახალგაზრდა მოხალისეები.

ქუთაისში ქალაქის ისტორიულ ზონაში არსებულ ანტისანატარიას ოპოზიცია, მესამე სექტორი და ტურისტული სააგენტოები პერიოდულად აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები