ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც ქვედა კიდურები დაუზიანდა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები