ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსი ვერც ერთი ქვეყნის ნაწილი ვერ გახდება, თუნდაც მოძმე რუსეთის
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, განცხადებით, რესპუბლიკა ვერც ერთი ქვეყნის ნაწილი არ შეიძლება იყოს.
„ჩვენი ქვეყანა გვაქვს. დამოუკიდებლები და სუვერენულები ვართ. საკუთარი ხელებით და ტვინით ვიშოვეთ ფული და ვაშენებთ ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის ნაწილი ვიყოთ. არ შემიძლია გიღალატოთ და გავფანტო ბელარუსი, თუნდაც ჩვენს მოძმე რუსეთში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დროს „1,5 – 2 წლის წინ მკაფიოდ და ცალსახად ვუთხარი, რომ ამას ბელარუსში ვერავინ გააკეთებს. რომც წავიდე ამაზე, ბელარუსები გადამჭამენ ერთი წლის განმავლობაში“.
„არ მინდა ბელარუსის უკანასკნელი პრეზიდენტი ვიყო. საპატიოა იყო პირველი, მაგრამ, არ მინდა, ვიყო უკანასკნელი. მინდა ჩვენმა შვილებმა, ამ მიწაზე რუსებთან ერთად თანხმობაში იცხოვრონ, ისინი ჩვენთვის ახლობლები არიან, რუსები – ჩვენი ხალხია. თუმცა, მართალია, მათზე, ამჟამად არაფერია დამოკიდებული“, -აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.