ბულგარეთიდან ჯაშუშობისთვის ორ რუს დიპლომატს გააძევებენ

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკატერინა ზახარევას, განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან, სავარაუდოდ, ორი რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება.

„პროკურატურიდან ბრალდების შემცვლელი წერილი მივიღეთ. ჩვენს მიერ მისაღებ ზომებს მივმართავთ, და დიდი ალბათობით, მათ პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უწყებაში რუსეთის ელჩს დაიბარებენ.

ბულგარეთის პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დიპლომატები ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ, მაგრამ მათთვის ბრალის წარდგენა, დიპლომატიური ხელუხლებლობის გამო ვერ ხერხდება.

მომხდარის კომენტირება, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, არ ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები