ანრი ოხანაშვილი: ფრთხილად იყავით პროპაგანდირება არ მოახდინოთ იმ ადამიანის, რომელიც ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მის მიმართ შეურაცხყოფაში ბრალდებული, ვახტანგ რობაქიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბორჯომის განყოფილებაში მან პოლიციელის მიერ მოყენებული დაზიანების შედეგად ტრავმა მიიღო, რასაც მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ოხანაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

“ფრთხილად იყავით პროპაგანდირება არ მოახდინოთ იმ ადამიანის, რომელიც ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა. გაარკვიეთ მისი ბიოგრაფია და მერე ისაუბრეთ მასზე. არ მაინტერესებს, მე რა უნდა გითხრათ ამაზე, გამოძიება მიმდინარეობს და ის დაადგენს ყველაფერს,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა. ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი 7000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები