გარდაიცვალა მოამბის ყოფილი დიქტორი თემურ ჩხიკვაძე 

70 წლის ასაკში მოამბის ყოფილი წამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. თემურ ჩხიკვაძე 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე.

ის თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და სხვა გადაცემების წამყვანი. 2000-იანი წლების დასაწყისში მიჰყავდა მუსიკალური გადაცემა ტელეკომპანია “ევრიკა”-ს ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები