პანკისის ხეობაში გვარებს შორის დაპირისპირებაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. პროცესზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ორივე მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა, ძალაში დატოვა.

პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას, იმის გათვალიწინებით ითხოვდა, რომ მათი მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთე.
როგორც უფლებადამცველმა, ელენე ქიშმარიამ აღნიშნა, ორ გვარს შორს არსებული კონფლიქტი გრძელდება და შესალოა ბრალდებულების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

სხდოამზე არ იმყოფებოდა თარჯიმანი, რის გამოც  მტკიცებებულებების დასაშვებობა და სხვა შუამდგომლობა ვერ განიხილეს.

22 წლის არბი ქავთარაშვილს სახელმწიფო ბრალდება ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და საბრძოლ მასალის შეძენა-შენახვას ედავება,
28 წლის რამაზ ხანგოშვილის საქმე კი, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 29 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ,რომ გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები