ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 11 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატების დარეგისტრირებისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას, კიდევ ერთი, ე.წ. კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ანგარიშების შესახებ ინფორმაცია დაემატება.

გარდა ამისა, კანდიდატებისადმი მოთხოვნა გამკაცრდა, კერძოდ, 21 იანვარს სოხუმში ლინგვისტური კომისიის სხდომა ჩატარდა, რომლის შედეგად გადაწყდა, რომ კანდიდატმა აფხაზური ენის გამკაცრებული გამოცდა უნდა ჩააბაროს. მას უნდა შეეძლოს აფხაზურ ენაზე ბრიფინგების და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, საკუთარ ბიოგრაფიის მოყოლა, პოლიტიკური ტექსტის წერილობითი და ზეპირი გადმოცემა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ დებატების დროს, კანდიდატებმა მშობლიურ ენაზე უნდა ისაუბრონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში გენმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

ამჟამად ცნობილია, რომ ე.წ. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება. ასევე ცნობილია, რომ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, კენჭისყრაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები