თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიგუას გარდაცვალების ფაქტს მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბრიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ კი, ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1992 წლის 8 ნოემბრიდან თენგიზ სიგუა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.