სოფელ მაჩხვარეთში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მაჩხვარეთში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 828 000 ლარს შეადგენს. სრულად გაზიფიცირდება სოფლები: მამათი, აკეთი და ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულები . ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭანჭათსა და გაგურში. გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა ჯამში 310 ოჯახს შეადგენს. უახლოეს მომავალში სამუშაოები ასევე დაიწყება სოფელ მამათსა და ღრმაღელეშიც. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები