გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

როგორც “კვირას” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.

შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნეჯლა დემირდაღმა სამინისტროსა და სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. ქალბატონი ნეჯლას განცხადებით, სააგენტო ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან სამომავლოდ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენინგის მონაწილეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები