სებ-ი ბანკებს კაპიტალის მოთხოვნებს უმკაცრებს
კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებში ცვლილება შევიდა. სებ-ი სუბორდირინებულ ინსტრუმენტებზე გარკვეულ შეზღუდვას აწესებს.
ფასიან ქაღალდებზე 1 მლნ-ზე ნაკლები ღირებულების გარიგება კაპიტალის ადექვატურობის მიზნებისთვის არ ჩაითვლება. ცვლილებას შემოაქვს გათვითცნობიერებული ინვესტორის განმარტება, ბანკის 1 მლნ-ის და მეტი მოცულობის გარიგებას ვისთანაც დადებს.
შეზღუდვა საჯარო შეთავაზებაზე არ მოქმედებს, რადგან პროსპეტს სებ-ი ამოწმებს, კერძო შეთავაზება კი სებ-ის გარეშე კონტრაქტდება.
ცვლილებები ( “კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულებაში”) შედის.
ცვლილებები საბოლოოდ დეპოზიტარების დაცვას ემსახურება, რომ ბანკმა, რაიმე გამოწვევისას, ვალდებულებების გასტუმრება არ შეაფერხოს.