“ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში “ენდიაის” დაკვეთით ცრუ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, კავშირშია ბადრი ჯაფარიძესთან, მისი სახით კი მამუკა ხაზარაძესთან და “ლელოსთან”

გაზეთ “ასავალ-დასავალში”, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში “ენდიაის” დაკვეთით ცრუ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, პირდაპირ კავშირშია ბადრი ჯაფარიძესთან, მისი სახით კი მამუკა ხაზარაძესთან და “ლელოსთან”.

“პოლიტიკური გაერთიანება, “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, მამუკა ხაზარაძესთან ერთად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ენდიაის” კვლევა საქართველოს მოსახლეობის ხმაა, რომელიც “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ყოფილი ბანკირი და ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თავისუფლებაზე 700 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება, იმასაც ამბობს, რომ “ენდიაის” კვლევა “ძალიან პროფესიონალურად არის ჩატარებული და მომზადებული”. კი მაგრამ, საიდან იცის ბადრი ჯაფარიძემ “ენდიაის” კვლევები როგორ მზადდება და ტარდება? რის საფუძველზე უწოდებს იგი “ძალიან პროფესიონალურს” სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მონაცემებიც არცერთი არჩევნების შედეგს არასოდეს დამთხვევია? საქმე ის არის, რომ “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელსა და “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს პირდაპირი და ძალიან ახლო კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში “ენდიაის” დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს. კერძოდ, ჯაფარიძე “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველო) სამეურვეო საბჭოს წევრია, რაც ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციითაც დასტურდება და საჯარო რეესტრის ამონაწერითაც. “CRRC საქართველოს” საიტზე ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის მთავარი მარეგულირებელი არის სამეურვეო საბჭო, რომელიც “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” ფინანსურ და პროგრამულ საქმიანობას აკონტროლებს. მეურვეთა საბჭო 8 წევრისაგან შედგება, რომელთაგანაც მხოლოდ ორია საქართველოს მოქალაქე- კობა თურმანიძე, რომელსაც სამეურვეო საბჭოში ხმის უფლება არ აქვს და ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ხმის უფლებით სარგებლობს. ამდენად, ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში “ენდიაის” დაკვეთით ცრუ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, პირდაპირ კავშირშია ბადრი ჯაფარიძესთან, მისი სახით კი მამუკა ხაზარაძესთან და “ლელოსთან”,- ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები