ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში მდინარე რიონი აკურთხეს

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფე იოანემ ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. მოგვიამებით, მეუფემ მრევლთან ერთად, მდინარე რიონი აკურთხა. როგორც მან  აღნიშნა, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იღებს. მდინარე რიონის კურთხევა ყოველწლიურად, ნათლისღების დღესასწაულზე ხდება.
ცნობისთვის, მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები