რატი იონათამიშვილი: ირაკლი შოთაძის მიმართ სიმპატიები ნამდვილად მაქვს, როგორც ღირსეული და პროფესიონალი კადრისადმი
“არ დავმალავ, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ პირადი სიმპატიები ნამდვილად მაქვს, როგორც ღირსეული და პროფესიონალი კადრისადმი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ყოფილ გენპროკურორ ირაკლი შოთაძეზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, შოთაძე მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან ასოცირდება.
“ჩვენ უნდა დაველოდოთ საპროკურორო საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მას შემდეგ უკვე ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა. გენერალური პროკურორის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიმუშავა და ამის მიზანი, იყო რომ გენერალური პროკურორის მუშაობა აპოლიტიკური ყოფილიყო, ჩვენ ამის გარანტიები შევქმენით. რაც შეეხება ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, ჩემთვის ეს ადამიანი ასოცირდება მასშტაბურ და მნიშვნელოვან საქმეებთან, რომლის გამოძიებაც მან მაღალი კვალიფიკაციით ჩაატარა. არ დავმალავ, რომ მე მის მიმართ პირადი სიმპატიები ნამდვილად მაქვს, როგორც ღირსეული და პროფესიონალი კადრისადმი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარედგინა.