სომხეთში გაზზე ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი – „გაზპრომ არმენია“ ტარიფის გადახედვას განიხილავს
„გაზპრომ არმენიაში“ გაზზე ტარიფის გადახედვის საკითხი განიხილება. ამის შესახებ სომხურ მედიას კომპანიაში განუცხადეს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ „გაზპრომ არმენია“ მარეგულირებელს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს“, – აღნიშნეს კომპანიაში.
16 იანვარს გამოცემა Tert.am-თან საუბარში, სომხეთის საზოგადობის მომსახურების დარეგულირების კომისიის თავმჯდომარემ, გარეგინ ბაგრამიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ათას კბ/მ ფასი 165 დოლარის ნიშნულზე განისაზღვრა, „გაზპრომ არმენია“, მაღალი ალბათობით, მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადს გააკეთებს.