გიორგი გახარია: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს
“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობა და მოლაპარაკება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასლან ბჟანიას განცხადებას ეხებოდა თბილისთან დიალოგთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერმა“ და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ “თბილისთან დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს”.