წულუკიანი შოთაძეზე: ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იყო, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავის დროზეც არ მომწონდა და ეს პოზიცია არ შემიცვლია
“ირაკლი შოთაძე იყო ძალიან კარგი მთავარი პროკურორი”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, მე, როგორ იუსტიციის მინისტრმა, დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი. შესაბამისად, მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას. ძალიან ბევრი ღირსეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების კანდიდატურა არის შეტანილი საბჭოს წინაშე. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღარ გახლავართ საბჭოს ხელმძღვანელი, ეს საბჭოს არის იუსტიციის სამინისტროსგან უკვე ერთი წელია, სრულიად დამოუკიდებელი. დაველოდოთ რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შოთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ არ მომწონდა, ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, გენპროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარადგინეს – მათგან ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.