მურთაზ ზოდელავა: ირაკლი შოთაძის რეანიმაციას არ გამოვრიცხავ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა შეაფასა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის რეანიმაცია მოახდინა, შესაბამისად ირაკლი შოთაძის რეანიმაციას არ გამორიცხავს.

“ეს კანდიდატურა პირდაპირ ნიშნავს, რომ თუ ის იქნა შერჩეული ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავ ფარცხალაძე აღდგა თავის ნდობაში ივანიშვილთან. მოხდება მისი და გახარიას დაპირისპირება, პირდაპირ ამ პროცესს ვხედავ მე პირადად. ღარიბაშვილის რეანიმაცია მოახდინა ივანიშვილმა, მე არ გამოვრიცხავ არც შოთაძის და პირდაპირ, რომ ვთქვა ფარცხალაძის რეანიმაცია მოხდეს და ამ ორმა პერსონამ უკვე სრულყოფილად დაუმშვენონ გვერდი ივანიშვილს”,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები