აშშ რუსეთის მთავრობის გადადგომაზე – „რუსი ხალხის მხარეს ვართ“

აშშ-ში რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებიან და აღნიშნავენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრე არიან.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

„საქმის კურსში ვართ და ვაკვირდებით პროცესს. შემიძლია გითხრათ, რომ რუსი ხალხის მხარეს ვართ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება სურს“,-განაცხადა ორტაგუსმა და ხაზი გაუსვა, რომ „ყველაფერი რუსეთის ლიდერებზეა დამოკიდებული“ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი აშშ-ის მოთხოვნას გაითვალისწინებენ „საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებთან დაკავშირებით“.

15 იანვარს რუსეთის ფედერალური საკრებულოსადმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

რუსეთის ლიდერმა, ყოფილი პრემიერისთვის დიმიტრი მედვედევისთვის ახალი თანამდებობა შექმნა – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (უშიშროების საბჭოს მდივანი თავად პუტინია).

მოგვიანებით, პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუტინის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა.

მიშუსტინის თანამდებობაზე დამტკიცება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, ყოველ შემთხვვაში დუმა მის კანდიდატურას დღეს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები