კახა კალაძე: 2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება
2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
“2020 წელი მართლაც განსაკუთრებული იქნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ წარმატებების წელი გვექნება და განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ თუ გადავხედავთ ბიუჯეტს, ბიუჯეტიც არის მნიშვნელოვანი ციფრი. მე მახსოვს, როდესაც აგვირჩიეს და ოფიციალურად შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას თუ რამდენი იყო ბიუჯეტი 2017 წელს, გასულ წლებში 2015-2016 წლებში კიდევ უფრო გაცილებით ნაკლები იყო. 2018 წელს უკვე ჩვენ მოვახერხეთ, რომ 900 მილიონამდე აგვეწია ბიუჯეტი. სხვათაშორის, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ჩვენ ბიუჯეტს მილიარდ ლარს გადავაჭარბებდით. ასეთი დიდი ბიუჯეტი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის. 2019 წელს უკვე მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული. დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი იქნება მხოლოდ ის თანხები, რომლებიც იქნება დასახარჯი ორი ძირითადი მიმართულებით, ეს არის ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან წამოსაღები თანხები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული. ანუ მილიარდ 500 მილიონი იქნება დაახლოებით დედაქალაქის ბიუჯეტი. მინდა ყველას, სამსახურის უფროსებს, გამგებლებს დაგავალოთ, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიᲩინოთ. წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებშიც არის განსხვავებული და შესაბამისად, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათი ჩართულობა, სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. Ჩვენ უნდა მივცეთ საზოგადოებას საᲨუალება თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები”, – განაცხადა კალაძემ.