ბაკურიანში ანრი ოხანაშვილისა მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – დაკავებული “ლელოს” აქტივისტია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც მისთვის უცნობმა პირმა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაკავებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო

შსს-ის ცნობით, პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა, დაკავებულია.

ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები