ვახტანგ ჭარაია: ექსპორტმა 2019 წელს კარგი შედეგები დაგვიტოვა

ექსპორტმა 2019 წელს კარგი შედეგები დაგვიტოვა, სადაც გაუმჯობესებაა – უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ჯერ ისევ გამოწვევად რჩება: ფართო მასების დასაქმება, ხელფასების გამოთანაბრება, შრომითი უფლებები, ოლიგოპოლიები და მრავალი სხვა.

“საგარეო ვაჭრობა 2019 (ექსპრეს მონაცემები):

ბრუნვა გაიზარდა (2.7%-ით), იმპორტი შემცირდა (0.8%-ით), ექსპორტი გაიზარდა (12.4%-ით), სალდო შემცირდა (4.8%-ით). იდეალური კომბინაციაა! აქიდან გამომდინარე: პირველი, არასწორია თქმა რომ ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს, მით უფრო ჩვენ რას ვაწარმოებთ და რა აზრი აქვს ეკონომიკურ პოლიტიკას მაშინ როდესაც მარტო ექსპორტზე დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ($3.77 მლრდ) პროდუქცია გაქვს გატანილი; მეორე, დაველოდოთ სრულფასოვან მონაცემებს სადაც გამოჩნდება რეექსპორტის წილიც და დარწმუნებული ვარ მანდაც ძირითადი წილი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ იქნება გაუმჯობესებული; და ბოლოს, კმაყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ჯერ ისევ გამოწვევად რჩება: ფართო მასების დასაქმება, ხელფასების გამოთანაბრება, შრომითი უფლებები, ოლიგოპოლიები და მრავალი სხვა… თუმცა, სადაც გაუმჯობესებაა – უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად. ექსპორტმა 2019 წელს კარგი შედეგები დაგვიტოვა”,- წერს ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები