თეა წულუკიანი: საპროკურორო საბჭოში, გენერალური პროკურორის კანდიდატის შესარჩევი პროცესის დეტალები უცნობია

საპროკურორო საბჭოში, გენერალური პროკურორის კანდიდატის შესარჩევ პროცესებთან დაკავშირებით რა დისკუსიები შეიძლება მიმდინარეობდეს ვერ გეტყვით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საბჭო იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობისგან დამოუკიდებელი გახდა.

“საბჭო მთლიანად გახდა იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობისგან დამოუკიდებელი, შესაბამისად, ვერ გეტყვით საბჭოს შიგნით რა დისკუსიები შეიძლება მიმდინარეობდეს კანდიდატურასთან დაკავშირებით. სანამ იუსტიციის მინისტრი იყო ხელმძღვანელი, ჩვენ ეს პროცესი რამდენჯერმე ჩავატარეთ და ყოველთვის ვგრძნობდით, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან თავს ანგარიშვალდებულად და ვაცხადებდით კიდეც სხვადასხვა კანდიდატურისა და შერჩევის პროცედურის შესახებ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები