გერმანიაში ორი ამერიკელი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში, ავიაბაზა Spangdahlem-ში ორი ამერიკელი სამხედრო, გარდაცვლილი იპოვეს, ორივე მათგანი 20 წლის იყო – იტყობინება DPA.

არსებული ინფორმაციით, ცხედრები ყაზარმაშია ნაპოვნი.

რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

Spangdahlem-ში ამჟამად, 4 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები