შუახევის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში- კვიახიძეებიში, კარაპეტიში, ნიგაზეულიში, ნენიასა და უჩამბაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექისგან ასევე იწმინდება შუახევი-ჩირუხის გზა, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდულის გზა და ხიჭაური-ახალდაბის გზა.
შუახევში ამ დროისთვის ერთ მეტრადე თოვლია. შუა ზონაში 50 სმ, ხოლო დაბაში ათ სანტიმეტრამდე.
გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. მუნიციპალიტეტში ამ წუთებში 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები