ქობულეთში საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა
ქობულეთში, სოფელ ხალაში გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა უხვი ნალექის შედეგად მოხდა. ქობულეთის მერიამ ოჯახი უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანა.
,,შესაბამისი ტექნიკა მიწის მასის გაწმენდას, დილიდან დაიწყებს.
უახლოეს პერიოდში ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად კი განხორციელდება შემდგომი სამუშაოები” – ნათქვამია ქობულეთის მერის განცხადებაში.