ხაჯიმბა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას სოხუმში, “სახელმწიფო” აგარაკზე მართავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას სოხუმში, “სახელმწიფო” აგარაკზე მართავს.
ამის შესახებ მედიას ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრმა, დანიილ უბირიამ, განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო.
უბირიას თქმით, შეხვედრას ასევე ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა ესწრება.
მანამდე ე.წ. საზოგადოებრივ პალატაში განაცხადეს, რომ ოპოზიციის წევრებისა და ხაჯიმბას შეხვედრასთან დაკავშირებით, კონსულტაცია მიმდინარეობდა.