მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს – ვინ იქნება ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში

მსოფლი ბანკის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 %-ით გაიზრდება.

როგორც მსოფლიო ბანკის 2020 წლის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.5 %-ით გაიზრდება.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს და საქართველოს სამეზობლოს. როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია მითითებული, მიმდინარე წელს ეკონომიკის 5.1%-იანი ზრდით ლიდერი სომხეთი იქნება. 4.3 % -ით მეორე ადგილზე საქართველოა. 2.3 %-ით გაიზრდება აზერბაიჯანის ეკონომიკა. მსოფლიო ბანკი თურქეთის ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს. 3.7 %-ით გაიზრდება უკრაინის ეკონომიკა,ხოლო რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.6 %-ს მიაღწევს.მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ყველაზე ნაკლებად, დაახლოებით 0.9% ბელორუსის ეკონომიკა გაიზრდება. 3.7 %-იანი ზრდა ექნება ყაზახეთის ეკონომიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები