2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი 7.8%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8 %-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა და ზრდამ 2018 წელთან შედარებით 7.8%-შეადგინა.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით,ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 6.8%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა საქართველოს აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) ეწვია.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.

დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები