საქართველოს სავალუტო რეზერვები 165,5 მლნ დოლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვები 3,294 მლრდ დოლარს შეადგენდა.

წინა თვესთან შედარებით სავალუტო რეზერვების მოცულობა 165,5 მლნ დოლარით, ხოლო 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 205,6 მლნ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ რომ ლარის გაუფასურების და გაზრდილი ინფლაციის გამო, სებ-მა გასული წლის აგვისტო-ნოემბერში სავალუტო აუქციონზე დოლარი სამჯერ გამოიტანა. აგვისტოში 32,8 მლნ დოლარი, სექტემბერში – 40 მლნ დოლარი და ნოემბერში კი 20 მლნ დოლარი გაყიდა. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-დან 9%-მდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები