ხაჯიმბას პრესსამსახური: პარლამენტის გადაწყვეტილება ვითარებას გაართულებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომელშიც დეპუტატები ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ, შესაძლოა, მხოლოდ გაართულოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების მიზანი შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან არიდებაა.
ხაჯიმბა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აუცილებლად მიიჩნევს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „დეპუტატებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დაელოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“.
ე.წ.პარლამენტმა, 9 იანვარს დადგენილების პროექტი მიიღო, რომელშიც ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.