აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ჰოსპიტალიზებულია, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გულის შეტევა დაემართა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
„პარლამენტის“ პრესსამსახურის ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სპიკერი“ შენობიდან ექიმების თანხლებით გამოვიდა, რა დროსაც „პარლამენტის’ შენობასთან შეკრებილებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებდა. ცნობისთვის, ვალერი კვარჩია 73 წლისაა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 2012, მეორე ვადით კი 2017 წელს არირჩიეს.