რაულ ხაჯიმბა მოსახლეობას მიმართავს(ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ხაჯიმბამ ასევე თქვა, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები გამკაცრებულ რეჟიმზე არიან გადასული და ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იყოს შემოღებული.