ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭო მოიწვია – ოპოზიცია მისთვის უნდობლობის “ვოტუმის” გამოცხადებაზე ფიქრობს (ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განუცხადა.
ამასთან, ე.წ პარლამენტის დეპუტატი რაულ ლოლუა ინიციატივით გამოვიდა, პარლამენტის სესიის საგანგებო სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც რაულ ხაჯიმბასთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება მოხდება.
აქციის მონაწილეები, რომლებიც დღეს, ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ადგილზე რჩებიან და ე.წ. სპიკერს ვალერი კვარჩიას ელოდებიან.
მანამდე შენობა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დატოვა, თუმცა მედიას განუცხადა, რომ „მიმალვას არ აპირებს, რჩება სამუშაო ადგილზე ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანოს შენობაშია“.
აქციის მონაწილეები ხაჯიმბას გადადგომას და „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ“. ისინი, “რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ”.