რაულ ხაჯიმბამ, მიმდინარე მოვლენების ფონზე, განცხადება გააკეთა – “გადადგომას არ ვაპირებ”
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, განცხადებით ის უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს და არსად მიმალვას არ აპირებს.
ამის შესახებ ხაჯიმბამ „ინტერფაქს“ განუცხადა.
„სოხუმში ვიმყოფები სამუშაო ადგილზე, სახელმწიფო ორგანოების შენობაში“,-თქვა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ამჟამად „მიმდინარე მოვლენების ლოკალიზებისთვის“ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.