გუდაურსა და მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH”-ს მიენიჭა
ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH”-ზე საავიაციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა.
“სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH” მიმდინარე წლის 29 აპრილამდე, გუდაურის და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.
ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH”-ზე, 2020 წლის 6 იანვარს გაიცა.
ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR),”- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.