სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში მომიტენგეთა შეჭრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებთან შეტაკების დროს დაშავდნენ.
შენობაში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახრა ავიძბა იმყოფება.
ამის პარალელურად, პარტია „აითაირა“ დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, გადადგომის მოთხოვნით მიმართავს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება კრიტიკულ ნიშნულამდე დაიძაბა და საფრთხის შემცვლელია არამხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ აფხაზეთის რესპუბლიკის არსებობისთვისაც, პარტია მიმართავს რაულ ჯუმკოვიჩ ხაჯიმბას, რომ ის თანამდებობიდან გადადგეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი უარესი სცენარის არიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ დაგეკისრებათ“,-ნათქვამია მიმართვაში.