სტოლტენბერგმა ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშები დაგმო და თეირანს თავშეკავებისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ირანის მიერ ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზების იერიში დაგმო და თეირანს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა Twitter-ში დაწერა.
„ვგმობ, ირანის სარაკეტო იერიშებს ერაყში ამერიკისა და კოალიციის ძალების მისამართით. ნატო ირანს მოუწოდებს, ძალადობისგან თავი შეიკავოს. მოკავშირეები კონსულტაციებს აგრძელებენ და ერაყში სასწავლო მისიის შენარჩუნების მომხრე ვართ“, – დაწერა სტოლტენბერგმა.
მანამდე ირანის სარაკეტო იერიშები ევროკავშირიც დაგმეს.
გვიან ღამით, ირანმა ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზების მისამართით 22 რაკეტა გაუშვა.