ერდოღანმა „თურქული ნაკადის“ გახსნაზე რუსული ანდაზა წარმოთქვა
სტამბოლში გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, ანკარა და მოსკოვის ურთიერთობის პროდუქტიული განვითარების იმედი გამოთქვა და რუსული ანდაზის ციტირება მოახდინა.
„როგორც რუსულ ანდაზაშია ნათქვამი: “ჭკვიანი მეგზური ნიშნავს, იმას რომ გზის ნახევარი გავლილია“.
ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და რუსეთი მომავლშიც ივლიან ერთი გზით, როგორც ორი კეთილი მეგზური“, -განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მაგალითის სახით, ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის წარმატებული ტვირთბრუნვა დაასახელა.
მისი თქმით, ამჟამად მაჩვენებელი წელიწადში 100 მლრდ-ით არის გაზრდილი და უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება.