Malaysia და Singapore Airlines ირანის და ერაყის თავზე ფრენებს აჩერებენ
ავიაკომპანია Malaysia Airlines ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
ამის მიზეზი ის მოვლენები გახდა „რომელშიც ირანია ჩართული”. გარდა ამისა, ევროპაში და სხვა რიგ ქალაქში ფრენები, ერაყის ტერიტორიის გავლითაც არ განხორციელდება“.
მსგავსი განცხადებით გამოვიდა ავიაკომპანია Singapore Airlines.
მანამდე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ადგილობრივ ავიაკომპანიებს ერაყის, ირანის, ომანის სრუტეს და ირანსა და საუდის არაბეთის წყლების თავზე, ფრენები აუკრძალა.