უმსხვილესი ევროპული სატრანსპორტო ოპერატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში სატვირთო გადაზიდვების გაფართოებით დაინტერესდა

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო ოპერატორი P&O Ferrymasters საქართველოში,აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში სატვირთო გადაიდვებს გაზრდას გეგმავს.

როგორც P&O Ferrymasters-ის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი მურატ ბოგი აცხადებს, სტამბოლში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ჰაბს, საიდანაც ტვირთები ევროპიდან აზიისკენ მიემართება კომპანია საბაზო ობიექტად გამოიყენებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავმართოთ ურთულესი ლოჯისტიკური გამოწვევები. ამ მომენტისათვის ჩვენ დაკავებულნი ვართ სატვირთო მომსახურებით თურქეთსა და ევროპას შორის, თუმცა ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა და მოვემსახუროთ კლიენტებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. დღის წესრიგშია კონკრეტული გრაფიკის გაწერა, რათა უზრუნველვყოთ სატვირთო გადაზიდვები.

საქართველოში, აზერბაიჯანში, ერაყში, ყაზახეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში“, – განაცხადა მურატ ბოგმა.

დასავლურ მედიასთან საუბარში ბოგმა იმედი გამოთქვა,რომ ახლო მომავალში P&O Ferrymasters-ი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თავის პოზიციებს ევროპასა და აზიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები