შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცაგერში ალილოს მსვლელობა გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ქუჩებსა და მიმდებარე სოფლებში, ტრადიციული „ალილო“ მოეწყო.

მსვლელობა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აკურთხა და დალოცა. მსვლელობა ეპარქიის რეზიდენციიდან გალობით დაიწყო და ახლომდებარე სოფლებში გაგრძელდა, რომელსაც მრევლი  გალობით შეუერთდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ „ალილოს“ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.

მსვლელობის დროს შეგროვილი შემოწირულობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები