აშშ-ის საელჩო საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და საქართველოში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა.
“ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება, რის გამოც, შესაძლოა, უცხოეთში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. საელჩომ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო. საელჩოს პერსონალი პირადი უსაფრთხოების დონის ამაღლების შესახებ ინფორმირებული იქნება”, – ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს და იზრუნონ პირად უსაფრთხოებაზე.