მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 6 იანვარს, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 115 000 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150%–ით, მაქსიმალური 9.350%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198%–ით განისაზღვრა.
იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 187 265 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000%-ით, მაქსიმალური 9.380%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.318%-ით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.