დეკანოზ მამალაძის მამა: სინოდის შეწყალების თხოვნა იყო დადგმული სპექტაკლი

პრეზიდენტმა მთავრობისა და საპატრიარქოს ზეწოლას ვერ გაუძლო და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ავთანდილ მამალაძის თქმით, სინოდის შეწყალების თხოვნა იყო დადგმული სპექტაკლი.

“სინოდის შეწყალების თხოვნა იყო დადგმული სპექტაკლი, პრეზიდენტმა მთავრობისა და საპატრიარქოს ზეწოლას ვერ გაუძლო და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო. ჩვენ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მესამედ მივმართეთ“, -განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები