არჩილ თალაკვაძე სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, სომხური ეკლესიის მრევლს. ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას!
ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, ეკონომიკის და კულტურის განვითარების საქმეში დასაფასებელია და ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა შექმნეს.
მაქვს პატივი, საქართველოს პარლამენტის სახელით მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიარო დღევანდელი დღის სიხარული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.